Friday, September 29, 2017

Travel Time in Georgia in 15-17 Centuries

მე-15-17 საუკუნეებში საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებით:


მე-17 საუკუნე: შარდენი ზამთარში და უამინდობაში საშუალოდ 25-30 კმს გადიოდა დღეში. კარგ ამინდში ვფიქრობ ეს რიცხვი გაიზრდებოდა 50-55 კმ (თუ ერთი ცხენით მოგზაურობდი) და შესაძლებელია 70-მდე თუ შემცვლელი ცხენი გეყოლებოდა. მეფის მალემსრბოლელმა თბილისიდან ქუთაისში ალბათ 3-4 დღეში შეზლებდა ჩასვლას.

შედარებისათვის, მე-14 საუკუნის ინგლისში ცხენით მგზავრობის საშულო სიჩქარე იყო ზაფხულში 30 მილი (50-მდე კმ) დღეში და ზამთარში 20ის (30 კმ) ფარგლებში. მაგრამ იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად 1307 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა მეფე ედუარდ პირველი დაბა ბურგ ონ სენდში. მალემსრბოლელმა მეფის სიკვდილის ამბავი ჩაუტანა მომავალ მეფე ედუარდ მეორეს ლონდონში 11 ივლისს. ამ ორ ადგილს შორის 316 მილია (510 კმ) მანძილი, ანუ დაახლოებით დღეში 80 მილი ანუ 125 კმ; მაგრამ ეს გზა არც ისე მთაგორიანია

მე17 საუკუნის საფრანგეთში ეტლით მგზავრობისას (ანუ ცხენების გამოცვლით და საჭირო შესვნებებით) პარიზიდან ტულუზაში (680 კმ. მანძილი) ორ კვირაში ჩადიოდნენ; საშუალოდ 10-11 დღე სჭირდებოდათ პარიზიდან ლიონში (დაახ. 480 კმ) ჩასვლას. ანუ ეტლით საშუალოდ 45-50 კმ დღეში.




მე-16 საუკუნე: ვენეციელი ელჩი მიკელე მემბრეს, 1539 წელს, სპარსეთში ჩასასვლელად ჯერ მოუწია კვიპროსიდან ყირიმში მგზავრობა, ხოლო შემდეგ კაფიდან ანაკლიაში. საქართველოზე გავლით მემბრემ შეძლო თაბრიზში ჩასვლა. მთლიანად მგზავრობას დასჭირდა 6 თვე (მარტი-აგვისტო).

აღსანიშნავია რომ იტალიაში დასაბრუნებლად, მემბრემ სხვა გზა არჩია - ჰორმუზში ჩავიდა, პორტუგალიელებს დაუკავშირდა და მათი შემწეობით ჯერ ინდოეთში იმგზავრა, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაზე გავლით,  პორტუგალიაში ჩავიდა. დასაბრუნებლად ერთ წელზე მეტი დასჭირდა.




მე-15 საუკუნე: ამბროზიო კონტარინი, ვენეციის ელჩის მგზავრობა საქართველოში, სპარსეთში უზუნ-ჰასანთან შესახვედრად.



No comments:

Post a Comment